პროექტები

პროექტი    ,, პირველი ევროპელები“


 როექტის მიზანი : აზიაროს ბავშვი არქეოლოგის საინტერესო პროფესიას გაუღოს წარსულის კარი და გააცოცხლებინოს შორეულ წინაპართა ყოფა-ცხოვრება გაუღვივოს სიყვარული მშობლიური ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი განუვითაროს შემოქმედებითიმსჯელობისკვლევისანალიზის უნარებიუმაღლესი ზოგადი განათლების დონე.
პროექტის აქტუალურობა : პირველი ევროპელები, ვინც აფრიკაში ვეღარ შეძლეს არსებობა და გამოიქცნენ, ირჩევენ ისეთ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მათ შეაძლებინებს არსებობას.      1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა უძველესი  თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ,,ჰომო გეორგიკუს“ შეარქვეს. სულ პირველად აქ აღმოჩნდა ქალისა და მამაკაცის თავის ქალები , მათი სახელები ზეზვა და მზია ქართულია და ყველა ენაზე ,,დაუმახინჯებლად” ითარგმნება.
   დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების ჩონჩხის ნაწილები, გადაშენებულ ცხოველთა კარგად შემონახული თავის ქალები და ქვის იარაღები დაახლოებით 1,7 – 1,8 მილიონი წლით თარიღდება. ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საქართველოსში მცხოვრები ადამიანები დღეს ამაყობენ ამ აღმოჩენით,უამრავი ტურისტი ჩამოდის ჩვენს სამშობლოში სწორედ პირველი ევროპელების სანახავად, ამიტომ უკეთესია მოსწავლეებმა უფრო მეტი იცოდნენ ამ აღმოჩენების შესახებ, თუნდაც მეგზურობა გაუწიონ ჩამოსულ სტუმრებს, გაუწიონ პოპულარიზაცია ჩვენს აღმოჩენას  და ამასთან ერთად ,  ზოგადად,  პრეისტორიული ხანა შეისწავლონ უკეთესად.
მოსალოდნელი შედეგები:   ვამუშავებ წყვილებში, ჯგუფებში,ვატარებ მინი-ლექციას, ვაწყობ დისკუსიებს, ვცდილობ მოხდეს როლური თამაშობებიც, ვაჩვენებ თვალსაჩინოებს როგორც მუზეუმებში, ასევე ისტორიულ ნაკრძალებში .  ყველა ამ აქტივობაში უნდა ვეცადოთ, რომ მასწავლებელი იყოს დამხმარე, ხოლო აქტიურად ჩართული აუცილებლად მოსწავლე.… რაც  მთავარია , აუცილებლად ვავლებ პარალელებს სხვა ქვეყნების ისტორიის მოვლენებსა და   საქართველოში განვითარებულ ისტორიულ პროცესებს შორის.     ამ პროექტით, მინდა შევთავაზო მასწავლებლებს ჩემს მიერ დანახული სწორი გზები, რომელიც გაუადვილებს მოსწავლეს მასალის აღქმას და გაანალიზებას; 
მონაწილეთა ასაკი : IX  და XI  (14-იდან 1 წლამდე)
ვადები : 3 კვირა;
მოსალოდნელი შედეგები : ბლოგი, რომელიც განთავსდება ინტერნეტში,პრეზენტაციები , ჩანახატები, ჩანაწერები, ვიდეო მასალა, კლიპის აწყობა,მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში;








პროექტისათვის საჭირო 
ძირითადი რესურსები: წიგნიკომპიუტერიპროექტორი,პლაკატიკონტურებისაქართველოს რუკაფოტო აპარატიკამერათეთრი ქაღალდებიფერადი ფანქრებიტრანსპორტიმუზეუმში ვიზიტი;
პროექტის მსვლელობა:
გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის შინაარსი ;ორგანიზაციული საკითხები:ფუნქციების გაადნაწილება;
 კონკრეტული დავალებებეის მიცემა მოსწავლეებისათვის; პროექტის თემასთან დაკავშირებით გაკვეთილების დაგეგმვა და ჩაატრება; მე-9 კალსელების წაყვანა ექსკურსიაზე დმანისში;XI კლასის მუშაობა ეროვნულ მუზეუმში;მოსწავლეებს დაევალებათ ნანახი მასალის იხედვით პრეზენტაციების გაკეთებასაინტეერსო მასალების მოძიება ინტერნეტშიჩანახატების გაკეთება დმანისშიასევე შთაბეჭდილებების ბუკლეტის შექმნაევროპის სხვა სახელმწიფოებში მასალის მოზიება ზეზვასა და მზიაზე;
კონფერენციის ჩაატრება თემაზე ,, პირველი ევროპელები“ აუდიტორიისათვის მოძიებული და შექმნილი მასალების გაცნობა;
საგნობრივ ჯგუფთან კავშირი :ისტ-ი, გეოგრაფია, ისტორია,ხელოვნება, სამოქალაქო განათლება; 
პროექტის ხელმძღვანელი : მაია ნინიკაშვილი
ხელმძღავნელის ელ.ფოსტა: ninikashvilimaia@gmail.com
ხელმძღვანელის ბლოგი:  http://ninikashvilimaia.blogspot.com

No comments:

Post a Comment