ალბათ დამეთანხმებით ყველა ბავშვი მასწავლებლობაზე ოცნებობს, ასეთი ბავშვების რიცხვს მივეკუთვნებოდი მეც, ამიტომაც არის რომ უასაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია. ჯერ კიდევ სტუდენტობის ბოლო წლებში მომიხდა სკოლაში მუშაობა. ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო პროფესიაზე მინდოდა და ალბათ ყველა პედაგოგის ოცნებაა უყვარდეს მოსწავლეებს და ზუსტად ამ სიყვარულით იწყება ის გზა რასაც პედაგოგობა ჰქვია.
ვოცნებობ და ყოველთვის ვცდილობ გაკვეთილი იყოს საინტერესო და გასაგები ის მასალა რასაც ვაწვდი მოსწავლეებს , მთავარი ჩემი მიზანია ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში, ამიტომ ვცდილობ ჩემი გაკვეთილები საინტერესო იყოს მათთვის.
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ არა მარტო თავისი ქვეყნის ისტორია არამედ მსოფლიო ისტორია და კულტურა. სასურველია საქართველოს ყველა კუთხე სურათებით კი არა საკუთარი თვალით ნახონ, ამაზე ალბათ ყველა პედაგოგი ოცნებობს. არ ვიტყვი რომ პრობლემა არ ჩნდება მაგრამ. ვცდილობ სხვა მასწავლებლებისაგან მოვისმიო რჩევები რაც საგაკვეთილო პროცესის მსვლელობაში დამეხმარება.
მთავარია მასწავლებელს თავისი საქმე სკოლა და მოსწავლეები უყვარდეს და ყველაფერი კარგად იქნება.
მასწავლებელი
,, მასწავლებელი – მშობლის ალერსით
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
ამოქარგული ტკბილი ანბანი,
მასწავლებელი – ნორჩის თვალებში
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
ჩაშუქებული ცოდნის ლამპარი.
მასწავლებელი – დედის გულივით
მუდამ კეთილი, მუდამ ნეტარი.
მასწავლებელი – ბავშვის სურვილი:
მასწავლებელი გავხდე ნეტავი.
მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი.
მასწავლებელი – რამ დაგვავიწყოს,
ჩვენთვის ზრუნავდა, ჩვენთვის შრომობდა.
ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ბევრი სარდალი, ითქვას მართალი,
იბრძოდა მტკიცედ და გულგოროზად,
მაგრამ სად იყო ქვეყნად სარდალი,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
ზოგმა სიცოცხლის შუქი მოგვფინა,
კეთილი ვეღარ სძლია ბოროტმა,
ქვეყნად ბელადიც არა ყოფილა,
მასწავლებელი არა ჰყოლოდა.
მასწავლებელი – გულს ჩახატული,
დიდი ფიქრები, დიდი სურვილი.
მასწავლებელი – მზე, გაზაფხული,
მთები, ყანები, ოქროცურვილი.
მასწავლებელი – ცოდნის ნათელით
უსწავლელობის დამმარცხებელი…
აი, რას ნიშნავს მასწავლებელი,
აი, რად გვიყვარს მასწავლებელი.
მასწავლებელი – ღამე უძილო,
ნორჩებზე ფიქრი დაუშრობელი.
მასწავლებელი – ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი."
No comments:
Post a Comment